სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ ხიდაშელი გამოკითხვაზე თაღლითობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა
შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ ხიდაშელი გამოკითხვაზე 180-ე, თაღლითობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა.
ხიდაშელის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და დღეს 09:00 საათზე დასრულდა.
როგორც მან საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ განაცხადა, სამართალდამცველებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომლებსაც უპასუხა, ხოლო ყველა სხვა კითხვას უკვე სამართალდამცველები უპასუხებენ.
სამართალდამცველებმა მიხეილ ხიდაშელი შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისი სახელი ახსენა.
ზვიად კუპრავამ გუშინ განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა.
„ინფორმაცია მაქვს თინა ხიდაშელის ძმისგან, რომელიც სუს-ის მაღალჩინოსანი იყო და სულ ცოტა ხნის წინ წამოვიდა სუს-იდან, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვან გავლენებს ფლობს, აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები უსაფრთხოების სამსახურში. მე პირადად ვთხოვ გახარიას, დაიბაროს დაუყოვნებლივ დაკითხვაზე, რადგან ამ პიროვნებას აქვს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროვოკაციებთან დაკავშირებით და გამოკითხონ, ვისგან და რა ინფორმაცია აქვს. ეს ადამიანი იყო აქციაზე და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგვატყობინა. შესაბამისად, გახარიას უწყებამ ახლავე დაიბაროს. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ გამომძიებლები მოვიდნენ ჩემთან და მივცემ ინფორმაციას, თუ რაზეა საუბარი. დამკითხონ დაუყოვნებლივ“, - განაცხადა კუპრავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანის განცხადებით, მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


