სამართალი
შსს-ს გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების წევრი გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების (EPAC) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს ცნობით, კონფერენციაზე საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის EPAC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა. დამსწრე წევრებმა აღნიშნულ ორგანიზაციაში გენერალური ინსპექციის გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის EPAC-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულების, საზედამხედველო ფუნქციების გაზრდის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ეფექტური საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.
EPAC-ი 2004 წელს დაარსდა. იგი დამოუკიდებელ, არაფორმალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და საპოლიციო საქმიანობაზე ზედამხედველობის 60-ზე მეტ სამსახურს აერთიანებს. გაერთიანების წევრები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ერთობლივი სტრატეგიებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების შექმნაზე მუშაობენ. EPAC-ი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს სისტემატურად მართავს და ყოველწლიურ კონფერენციას ატარებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


