სამართალი
შსს-ს აკადემიაში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), ევროკავშირის მისიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, ასევე, ავსტრიის, საფრანგეთის და ლატვიის პოლიციის ატაშეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, – აცნობეს მედიანიუსს შსს–დან.
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა აკადემიაში არსებული საჭიროებების ანალიზის შედეგები და ერთობლივი პროექტების განხორციელების სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური მობილური ლაბორატორია, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


