უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 დეკემბერი, 2017 17:00
font-size

შსს-ს 5000 ლარი დაეკისრა საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულის სასარგებლოდ - ადამიანის უფლებათა ცენტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე ჟ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

ინფორმაციას ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

,,2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით, ჟ.გ. დაზარალებულად არის ცნობილი, 2011 წლის 26 მაისს შსს-ს სპეცრაზმების მიერ თბილისში, საპროტესტო მიტინგის დაშლისას, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელით, მოქალაქე შსს-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 30 000 ლარის ოდენობით მოითხოვდა. სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შსს-ს მხოლოდ 5000 ლარის გადახდა დააკისრა, რის გამოც 26 მაისის აქციის დარბევისას დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელე აცხადებდა რომ, საპროტესტო აქციის დარბევისას მიყენებული დაზიანებებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც მას ესაჭიროება სხვადასხვა სახის გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქმეზე თანდართული ცნობები ჟ.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ცნობა საკმარის საფუძველს იძლეოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის რამდენიმე ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა. მათ შორის, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე, 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს მოქალაქე გ.გ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით დააკისრა“, - ნათქვამია ორგანიაზციის მიერ გავრცელებულ ინფრმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი