უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2017 15:10
font-size

შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნორვეგიაში Cieca-ს 49-ე საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნიკა გელაშვილმა ნორვეგიაში, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის Cieca-ს 49-ე საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კონგრესის ფარგლებში ქართულმა მხარემ „სიეკას“ დელეგატებისთვის საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების პრეზენტაცია წარადგინა.

სააგენტოს წარმომადგენელმა ევროპელ კოლეგებს ამ მიმართულებით მომსახურების სააგენტოში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციაში გათვალისწინებული იყო ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც ქართულმა მხარემ მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტების საქართველოში ვიზიტის დროს მიიღო. საერთაშორისო კონგრესის ერთ-ერთი თემა მართვის მოწმობის ინსტრუქტორებისა და გამომცდელების გადამზადება იყო. აღნიშნულ კონგრესს სულ 37 ქვეყნის 75 დელეგატი ესწრებოდა.

ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა ნიკა გელაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებთან შეხვედრები გამართა და ამ მიმართულებით ევროპის წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას გაეცნო.

Cieca - მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს დაარსდა და ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს.

შსს-ს მომსახურების სააგენტო Cieca-ში 2014 წელს გაწევრიანდა და აღნიშნულ ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტო სისტემატურად მონაწილეობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესებში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი