უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 იანვარი, 2017 17:35
font-size

შსს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ დირექტორის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებამ მიმდინარე წლის 10 იანვარს დაიწყო გამოძიება ინდოეთის მოქალაქის - გ.მ.-ს დაყაჩაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

დაზარალებულის განმარტებით, დანაშაულის ჩამდენი პირი მას თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N31-ში მდებარე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში შეჰყვა, სადაც გ.მ.-მ 100 აშშ დოლარი შესაბამისი ოდენობის ლარზე გადაცვალა. გამოსვლისას უცნობმა პირმა დანის მუქარით გ.მ.-ს ფული მოსთხოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შესახებ დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა შეტყობინების შემოსვლისთანავე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება.

გამოკითხვისას გ.მ.-მ დეტალურად აღწერა, სავარაუდოდ, დამნაშავე პირი და აღნიშნა, რომ უცნობი მამაკაცი მას მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოჰყვა.

პოლიცია ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა შპს-ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ დირექტორს - გ.გ.-ს და კანონის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების გადმოცემა სთხოვა, რაზეც გ.გ.-მ უარი განაცხადა.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ვითარების უკეთ ასახსნელად გ.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში მიაკითხეს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.გ. პოლიციელებს სადარბაზოში შეხვდა. იგი სამართალდამცველებს ცინიკურად ესაუბრებოდა და ჩანაწერების გადაცემაზე უარს აცხადებდა.

პოლიციელებმა გ.გ.-ს წარუდგინეს პროკურორის დადგენილება - „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ“ და აუხსნეს, რომ მათი მოთხოვნა სრულიად კანონიერი იყო. ასევე, განუმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო, გაესაჩივრებინა იგი ზემდგომ პროკურორთან ან ედავა სასამართლოში.

მიუხედავად ამისა, გ.გ. არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და არ მისცა მათ საშუალება, განეხორციელებინათ საგამოძიებო მოქმედებები. გ.გ.-ს და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ აგრესიას და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მიუხედავად სამართალდამცველთა მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა, რომ გ.გ.-სა და მის ოჯახის წევრებს შეეწყვიტათ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედება, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა გ.გ. ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმდა, რა დროსაც ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, გ.გ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მეორე დღეს იგი გადაყვანილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ დირექტორის - გ.გ.-ს ოჯახის წევრმა პოლიციას ლომბარდში არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები გადასცა, რის შედეგადაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება. ამ დროისთვის აღნიშნული პირის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დანაშაულის პრევენციისთვის, ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, აუცილებელია მტკიცებულებების დროულად შეგროვება და რეაგირება. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი