სამართალი
შსს-მა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 44 პირი დააკავა
შსს-მა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 44 პირი დააკავა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო პერიოდში გამოვლენილი და აღკვეთილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის არაერთი ფაქტი. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებულია 44 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ხოლო, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1 417 პირი, რომელთაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკორეალიზატორია“, – განაცხადა დარახველიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


