სამართალი
შსს-მ წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას ახორციელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან - თამარ გვარამაძესთან და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან - გიორგი მოსაშვილთან ერთად, წალკაში, დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი დაათვალიერა.
როგორც შინაგან საქმეთა რეაბილიტირებული იზოლატორი სრულად შეესაბამება დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტებს. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
წალკის იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემა. ასევე, მოეწყო სამედიცინო კაბინეტი, სადაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. შენობის პერიმეტრი სრულად კონტროლდება სამეთვალყურეო კამერების საშუალებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის ბოლომდე, დროებითი მოთავსების კიდევ 6 იზოლატორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლებას გეგმავს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


