პოლიტიკა
შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო.
კვირეულის გახსნის ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„გზა დასავლეთისკენ ჩვენი საზოგადოების არჩევანია. ეს არის არჩევანი, რომელიც კანონის პატივისცემაზე გადის და პირველ რიგში, სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ის პრობლემაა, რომლის დასაძლევად მხოლოდ სამართალდამცველთა მაქსიმალური ჩართულობაც კი არ არის საკმარისი, თუკი არ იქნება თითოეული მოქალაქის ნება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს; ნება, რომ კიდევ ერთი, გააზრებული ნაბიჯი გადავდგათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ! აქ თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვირეულის პრეზენტაციაზე გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თეა პერტაიამ ისაუბრა სოციალურ კამპანიაზე - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და კამპანიის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
ღონისძიებაზე შს მინისტრმა შსს-ს სოციალური კამპანიის აქტიური მონაწილეები და მხარდამჭერები, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სიგელები ჟურნალისტებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადაეცათ.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, შსს-მ გამოაცხადა ფოტოკონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
კონკურსის პირობების ნახვა შესაძლებელია: www.police.ge
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


