სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ბ. შპს ,,კაპიტალ გრუპის“ კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა.
მიმდინარე წლის იანვარში, მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ.-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს - რ.გ.-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ.
„ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს - ლ. ხ.-ს, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „ქურდული კანონების“ თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


