სამართალი
შსს-მ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული დ.ხ., 1998 წელს დაბადებული შ.ჟ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული ერთ-ერთი ბრალდებული, ორ თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში დააკავეს.
პოლიციამ გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


