სამართალი
შსს-მ გირჩის` მიერ დაანონსებულ მარიხუანის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,გირჩის" მიერ დაანონსებულ მარიხუანის ფესტივალს ეხმაურება.
გირჩის მიერ დაანონსებულ ფესტივალს შსს-ში აფასებენ, როგორც დანაშაულის განზრახვის ორგანიზებას, სამართალდარღვევების ჩადენისაკენ მოწოდებასა და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.
გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას.
"თუკი ფესტივალზე ადგილი ექნება კანაფის გასაღებას ან ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს", — აცხადებენ ძალოვან უწყებაში.
ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩი" 20 ოქტომბერს მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას.
როგორც გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, დედა-ენის ბაღში მისული ხალხი, მათ შორის ტურისტებიც მარიხუანის ყიდვასა და მოხმარებას თავისუფლად შეძლებენ
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


