სამართალი
შსს-მ ფაშისტური მოძრაობის ლიდერი დააკავა
შსს-მ ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავა.
ჭელიძე სსსკ-ის 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ცნობით, მისი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ამოიღო, რაზეც ექსპერტიზები დაინიშნა.
27 აგვისტოს „საქართველოს ეროვნულმა ერთობამ“ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ისვრის მოძრაობის რამდენიმე წევრი. პოსტს „ფაშისტური კვირადღე“ ერქვა და მასში მითითებული იყო, რომ მოძრაობის წევრები „ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში“. სწორედ ამ ვიდეოს საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


