პოლიტიკა
შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე - სერგი კაპანაძე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ შსს-ს რეკომენდაციით მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.
„საქმის მასალების გაცნობის შედეგად კარგად ვნახეთ, რომ ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს გარდა ორი მოკლული მოზარდისა, ასევე დაზიანდა ერთი მოზარდი გ.მ. ამის შესახებ ინფორმაცია გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო შსს-თვის, პროკურატურისთვის უკვე 1-ელ და 2 დეკემბერს, როგორც თავად გ.მ-ს, ისე სხვა მოწმეების ჩვენებებიდან, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო, ცალკე გამოძიება დაწყებული არ არის. ამ მიმართულებით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩემი ღრმა რწმენით, ჩატარებული არ არის ისევე, როგორც ცალკე არ არის გამოყოფილი საქმე ამ კონკრეტულ თემაზე. ჩვენ საქმის მასალებიდან ვხედავთ, რომ არის სხვა საქმეები, მაგრამ ეხება კონკრეტულ სხვა დანაშაულებს. კერძოდ, ეხება დაფარვას, არ შეტყობინებას, მაგრამ არა ჯანმრთელობის დაზიანებას, რაც ნამდვილად იკვეთება გ.მ-ის შემთხვევაში. ამიტომ, რეკომენდაციის არსი არის, რომ ამ კონკრეტულ თემაზე შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის“, -დასძინა დეპუტატმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


