უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 თებერვალი, 2017 12:00
font-size

შსს-მ დაადასტურა, რომ გვარამია-ახვლედიანის სკანდალური ჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, ფარული ჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია.

განცხადება თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

უმრავლესობის ლიდერი გვარამიას და ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოს მუშაობაში ჩარევასა და მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

„საქართველოს შს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გვარამია-ახვლედიანის სკანდალური ჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და, სადაც ეს უკანასკნელი საქალაქო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით.

შეგახსენებთ აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ნამდვილობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში.

ახლა, როდესაც შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია, უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან, მანამდე კი ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ ვერ მოახდინეს თვითონ“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქარველოს პროკურატურამ დაუყოვლებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტსი სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლეად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

,,იმედი მაქვს ასევე, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არა ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების უტიფარი ლეგალიზაციის ფაქტს, ვინაიდან თანხები, რომლებიც მის განკარგვაში იყო მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია’’, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი