სამართალი
შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1.5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და დიდი ოდენობით ,,მეტადონი“ ამოიღეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს.
შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავა. მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.
მათი უკანონო საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები. შედეგად, ამოღებულია 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 81 აბი „მდმა“, 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას აგრძელებენ და დანაშაულის თითოეულ ფაქტს მათი მხრიდან შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


