პოლიტიკა
შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის მთავრობასთან ერთად, რომ ინაუგურაციის დროს არ იყოს რაიმე ექსცესები დაშვებული - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ინაუგურაციის დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავის ცენტრში დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ინაუგურაციის დღეს ექსცესების თავიდან აცილების მიზნით ყველაფერს გააკეთებს.
„ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყოველთვის სჯობს ხოლმე, რომ შიდა კანონი იყოს დაცული, მაგრამ თუ არასანქცირებული შეკრება იქნება, მიუხედავად ამ ფორმისა, გამოხატვის თავისუფლება არის მთავარი, ოღონდ მას აქვს ზღვარი. ზღვარი გადის იქ, რომ არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი, რომ ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი, ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი. ხოლო როგორც ყოველთვის, აქაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის მთავრობასთან ერთად, რომ არ იყოს რაიმე ექსცესები დაშვებული“, - განაცხადა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


