უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 ოქტომბერი, 2017 12:55
font-size

შსს-ის მაღალჩინოსნის განცხადება უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე გუშინ იყო - საიამ პროკურატურას მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას მიმართა თხოვნით, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის მეუღლისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა საიას შემდგომში ჰქონდეს წვდომა საქმის მასალებზე.

არასამთავრობოს წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კითხვის ნიშნებს ბადებს შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის დღევანდელი განცხადება სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერის არსებობის შესახებ.

შეგახსენებთ, პროკურატურის მტკიცებით, პაატა პავლიაშვილის დაკავების ვიდეოკადრი არ არსებობს.

„პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ არ არსებობს ვიდეოკადრი, დღეს შსს-ის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ყველა კადრი არსებობს და გადაცემულია პროკურატურაში. ამის გამო უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვიდრე გუშინ იყო. შესაბამისად, საკითხი დგას, აქვს თუ არა პროკურატურას საერთოდ ეს კადრები და მაშინ რატომ აკეთებს შსს მსგავს განცხადებებს“, - თქვა ვეფხვაძემ.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს აუხსნა, ვიდეოკადრებზე ასახულია არა პავლიაშვილის დაკავების, არამედ ცუდად გახდომის მომენტი.

25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არასამთავრობო სექტორი იმ სამხრე კამერების გამოქვეყნებას ითხოვს, სადაც დაკავების მომენტია აღბეჭდილი.

ანა მებურიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი