უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 იანვარი, 2017 12:45
font-size

შსს გიორგი ცერცვაძეზე ინფორმაცია რუსეთისთვის არ უნდა გადაეცა, რადგან იგი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს - ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას რუსეთის ფედერაციისთვის ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძეზე ინფორმცია არ უნდა მიეწოდებინა, რადგან, კახიძის თქმით, ვიცე-პოლკოვნიკი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

ამის შესახებ კახიძემ თემის კომენტირებისას მედიას განუცხადა.

„ შეგახსენებთ, ცერცვაძე შიდა ქართლში, კონფლიქტის ხაზთან იყო სპეცრაზმის უფროსის მოადგილე და მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაც იმ ოპერაციების შესახებ, იმ მოქმედებების შესახებ, რასაც ქართული სამსახურები ეწეოდნენ. და აი ამ პიროვნებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თურმე დაცული არხებით, ეს რაღაცა შეღავათი ჰგონიათ, გადასცა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციას. ეს არ უნდა გაეკეთებინა. შესაძლოა ცერცვაძის ექსტრადირება მოხდეს და შემდგომ იგი დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“,-აღნიშნა კახიძემ.

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს კიევის აეროპორტში რუსეთის ფედერაციის მიერ ინტერპოლში გაკეთებული შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

ცერცვაძეს ბრალად, ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

ამჟამად ცერცვაძე კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი