სამართალი
შსს არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი უძღვებოდნენ.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სამინისტრო არასრუწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ამ დანაშაულის დროული გამოვლენის მიზნით, რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებები.
შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


