სამართალი
შსს: 2017 წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა
შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 და სექსუალური ნიადაგზე ძალადობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის სტატისტიკაში, რომელიც ძალადობის სახეებსა და შემაკავებელი ორდენების გაცემას ეხება, ნათქვამია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიან.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის - 990, ეკონომიკური ძალადობის- 143, იძულების - 97, ხოლო უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მცირე შემთხვევა სექსუალურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობაა. აღნიშნული 9 შემთხვევიდან 3-3 თბილისსა და ბათუმში, 2 კახეთში, ხოლო ერთი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


