პოლიტიკა
შს მინისტრის პირველი მოადგილე რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, შსს-ს აკადემიის რექტორთან - გივი მიქანაძესთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშესთან - გვანცა ჩხვიმიანთან ერთად, მაინცში, რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის დაარსებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
შსს-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, დელეგაციის წევრები რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
,,საქართველოს შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს რაინლან-პფალცის ფედერალურ მიწასთან. 2016 წელს გაფორმდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს’’, - აცხადებენ შსს-ში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


