სამართალი
შს მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაიის (IOM) აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს, არგენტინა საბადოშს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე.
შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები განიხილეს. მხარეებმა შეაჯამეს შს სამინისტროსა და IOM-ს შორის არსებული წარმატებული, მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში 1993 წლიდან მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე მუშაობს. IOM შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, მათ შორის, უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ევროპული სტანდატების შესაბამისად ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


