უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 აგვისტო, 2025 12:11
font-size

შპს „ისურვეს“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

შპს „ისურვეს“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მუხლებს შეუსაბამოს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციში.

მათივე ცნობით, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება.

„შპს „ისურვეს“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) მიერ შპს „ისურვეს“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი – უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა. საქმე ეხება მომხმარებლებისთვის მტვერსასრუტის ძირითადი მახასიათებლის – მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიდა მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის მხოლოდ მაქსიმალური მაჩვენებლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციური რეჟიმების უმეტეს ნაწილში მოწყობილობა ამ ხანგრძლივობით ვერ მუშაობდა. შესწავლის შედეგად ასევე დადასტურდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს აწვდის „წესებსა და პირობებში“ ასახული ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაციას. კერძოდ, უარყოფს მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებულ და პოლიტიკაში ასახულ უფლებებსა და გარანტიებს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კომერციული საქმიანობა წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. მოვაჭრის შესაბამისი ქცევა შესაძლოა იწვევდეს ან სამომავლოდ გამოიწვიოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, მოტყუება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქონლის, მომსახურების შეძენამდე, ინფორმირებული არჩევანის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებაა, შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია, სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად. აღნიშნული უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს.

ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი