სამართალი
შოტლანდია ბრიტანეთიდან გასვლის რეფერენდუმს მეორედ ჩაატარებს
შოტლანდიის პარლამენტმა, დიდი ბრიტანეთის სამეფოსგან გამოყოფაზე, მეორე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
BBC-ის ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ განმეორებითი კეჭისყრა 2018 წლის შემოდგომას, ან 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდება, როდესაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობები მკაფიო გახდება.
ამით კანონმდებლებმა, მხარი დაუჭირეს შოტლანდიის მმართველ ნიკოლა სტერჯენს, რომელმაც პარლამენტს რეფერენდუმის ჩატარებაზე უფლების თხოვნით 13 მარტს მიმართა.
შოტლანდიის პარლამენტის გადაწყვეტილებას ბრიტანეთის მთავრობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს, - წერს Reuters.
"უსამართლობაა სთხოვო შოტლანდიელებს მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმ იმფორმაციის გარეშე, რომელიც შეეხება ჩვენს სამომავლო ურთიერთობას ევროკაშირთან, ან იმ ინფორმაციის გარეშე, თუ როგორი იქნება დამოუკიდებელი შოტლანდია",–ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს შოტლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, მოქალაქეთა უმრავლესობამ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა გადაწყვიტა.
თუმცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, შოტლანდიაში მოსაზრებები შეიცვალა.
Brexit–თან დაკავშირებით გამართულ რეფერენდუმში, შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა.
ამასთან, გამოკითხვების თანახმად, საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც შოტლანდიის დამოუკიდებლობა სურს.
მონიკა დავლიანიძ
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


