სამართალი
შოთაძეს როგორ უნდა ველაპარაკო, რომელიც მეუბნება, ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებაო - ზაზა სარალიძის ემოციური მიმართვა ეკა ბესელიას (ვიდეო)
ჯერ ნდობა დაიმსახუროს ჩემში, საჯაროდ გამცეს პასუხი, რატომ იქნა დანგრეული ის ფარდული ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ, რატომ არ ჰქონდა საგამოძიებო ჯგუფს ზუსტი საზომი ერთეული, რომელიც წარმოაჩენდა ამ ფარდულის ზუსტ ზომებს?! - ამ კითხვით ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გადაცემა ,,არჩევანის“ ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიმართ დასვა.
ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას გამოეხმაურა, რომელმაც მასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ზაზა სარალიძის თქმით, არ ესმის ირაკლი შოთაძის შეთავაზების, რადგან მასთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე ჰქონდა და მის თანმხლებ პირებთან ერთად არ შეუშვა.
„ბატონმა ირაკლი შოთაძემ, როდესაც განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, ზუსტად ორ საათში გააკეთა განაცხადება ზვიად ფხაკაძემ, ჩემი საქმის პროკურორმა, რომ ბატონი გენერალური პროკურორი მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად, ნებისმიერ ადამიანთან თანდასწრებითო. მივიყვანე ნებისმიერი ადამიანი - ჩემი უფლებადამცველები და არ შეგვიშვა ბატონმა შოთაძემ და ახლა ითხოვს ხელახლა შეხვედრას?“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელმაც პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა.
„ჩემი შვილის უკან დგას ჩემი შვილის მეგობრები, რომლებსაც უნდათ, რომ სისხლი დაღვარონ, დავაღვრევინოთ? ვის გამო, ვიღაც ჩინოვნიკის გამო, რომელიც ნათლად ჩანს, რა დანაშაული ჩაიდინა. რატომ არის დაკავებული თენგიზ კალანდია, გამცეს პასუხი პირდაპირ, ესეც არასრულწლოვანი ხომ არ არის? თუ თენგიზ კალანდია ბრალდებულია, რატომ არის მირზა სუბელიანი გარეთ, რომელიც შეხვდა ბრალდებულს და ძალიან კარგად იცის ყველაფერი,“ - განაცხადა სარალიძემ.
მოკლული მოზარდის მამა ფიქრობს, რომ ბრალდებულთა მეტი უნდა იყოს, ვიდრე პროკურატურის ვერსიითაა.
,,შოთაძეს როგორ უნდა ველაპარაკო, რომელიც მეუბნება, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებაო, ზვიად ფხაკაძეს რა უნდა ველაპარაკო, რომელიც სახეში მაფურთხებს, თითქოს მე ჩემი შვილის სული, ვიღაც პოლიტიკურ პარტიას მივყიდე. რომელ პროკურორს უნდა ვენდო, რომელიც მამცირებს?! მე არც ხელისუფლება მაინტერესებს და ოპოზიცია, მე მაინტერესებს სიმართლე - ვინ მოკლა ჩემი შვილი. ვინც გარეთ დადიან, რატომ არ სჯიან და რატომ აფარებენ ხელს? რატომ არ იქნა დაკავებული მიხეილ კალანდია, რომელმაც არსებითად შეცვალა სასამართლოზე ჩვენება?“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


