სამართალი
შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებენ
სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებენ შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები.
შოთა პაკელიანის მამის, თამაზ პაკელიანის მტკიცებით, ისანი-სამგორის პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის 4 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
,,ეძებდნენ რაღაც ნივთიერებას, რომელიც რა თქმა უნდა, ჩემმა შვილმა აღიარა, რომ ჰქონდა და მოიხმარა ეს ნივთიერება, გადაყლაპა. რომ ვერაფერი უპოვეს, შემდეგ დაიწყეს შეთხზვა, რომ თითქოსდა ჯიბეშიც აღმოუჩინეს. არც ვიდეომასალა მაგისი არ არსებობს და აბსოლუტურად მშრალია საქმე. მხოლოდ ორი ვიღაც პოლიციელის ჩვენებაა. დაუწყეს ცემა-ტყეპა. განყოფილებაში ჩავარდა კომაში და იყო 4 დღის განმავლობაში კომაში. რა თქმა უნდა, მე ასე არ გავჩერდები და საქმეს ჩავყვები ბოლომდე’’, - აცხადებს თამაზ პაკელიანი.
შოთა პაკელიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა, რასაც დღეს გაასაჩივრებს ადვოკატი.
ადვოკატი გიორგი მახარაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს შოთა პაკელიანისთვის წაყენებულ ბრალდებას. მისი შეფასებით, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და მათ პასუხიმგელობას ითხოვს.
გამოძიება ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების განმეორებით შეძენა-შენახვა, გადაზიდვის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.
,,ადასტურებს მოხმარების ფაქტს, თუმცა იმას, რომ მას თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, ამას არ აღიარებს. ცემის ქვეშ ითხოვდნენ სამართალდამცველები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან აღიარებით ჩვენებას.
ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ყველა სამართალდამცავი, რომელმაც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დანაშაული ჩაიდინა, საუბარი მაქვს წამებაზე, აუცილებლად დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხს’’, - აცხადებს ადვოკატი.
ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


