უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 აპრილი, 2017 12:50
font-size

შოთა პაკელიანი პოლიციელებმა გააშიშვლეს სხვა უცხო ადამიანების თანდასწრებით - ადვოკატი

პროკურატურამ შოთა პაკელიანი მოწმის სახით გამოკითხა. ის გამომძიებლების კითხვებს 5 საათს პასუხობდა.

საქმე ეხება პოლიციელების მხრიდან დაკავებისას პაკელიანის სავარაუდო ცემის ფაქტს.

პაკელიანის ადვოკატის , გიორგი მახარაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებულმა დაკითხვისას გაიხსენა მისი დაკავების მომენტი და კონკრეტული სამართალდამცველების გვარებიც დაასახელა.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა დეტალურად არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. ის გააშიშვლეს სხვა უცხო ადამიანების თანდასწრებით, რა დროსაც მან თავი იგრძნო დამცირებულად. დაასახელა ორი პოლიციელი, რომელიც ზუსტად ახსოვს და რომლებიც უშუალოდ მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ანუ ცემდნენ აღიარების მოთხოვნით’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოთა პაკელიანი გასულ კვირას ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების განმეორებით შეძენა-შენახვა, გადაზიდვის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „ბიო“ ამოიღო.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი