უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 აპრილი, 2017 15:40
font-size

შოთა ხიზანიშვილი იდგა კამერის უკან, ჩვენებას ისმენდა და პროდიუსერივით იქცეოდა- ნათია გედენიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმე ნათია გედენიძე დაიკითხა.

როგორც გედენიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას 2011 წელს გამოძიებისთვის ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

მისი თქმით, როდესაც სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევდა, შსს-ს ყოფილი მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი იდგა კამერის უკან, ჩვენებას ისმენდა და პროდიუსერივით იქცეოდა.

„მე არ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, რა უნდა მეღიარებინა. მერე მომაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ვითომ ჩემმა მეუღლემ წინა დღეებში მითხრა, რომ შარში ვარო. მე ამას შევეწინააღმდეგე. დამთანხმდნენ ამ სიტყვების ამოღებაზე. დანარჩენი ტექსტი კი დამაზეპირებინეს და გამიყვანეს კამერასთან. იქ იყო შოთა ხიზანიშვილი. იდგა კამერის უკან, სადღაც, კედელთან. იქცეოდა, როგორც პროდიუსერი. აკვირდებოდა ამ პროცესს. ეს დაზეპირებული ჩვენება რამდენიმე ცდის შემდეგ გამართულად ჩავწერე. ამ დროს მომესმა ფრაზა, ვიღაცამ ტელეფონით ვიღაცას უთხრა, ქალი ყოჩაღადაა, კაცი გვაწვალებსო“, - განაცხადა გედენიძემ.

დღევანდელი პროცესი დასრულდა. სასამართლო სხდომა ხვალ ნათია გედენიძის მეუღლის, ირაკლი გედენიძის დაკითხვით განახლდება.

შეგახსენებთ, ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით არის დაკავებული.

ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.

საუბარია 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფის - ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეებისა და გია აბდალაძის დაკავების საქმეზე.

ფოტოგრაფები მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი