სამართალი
შორენა თეთრუაშვილმა პირდაპირ და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა საბაბი, ის მოეკლა - გიორგი ფანცულაია
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა.
როგორც ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმის პროკურორი ყოველი სასამართლო პროცესის შემდეგ რეალობიდან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და სწორედ ამიტომ არის სასამართლო პროცესი დახურული, რომ მათ არ სურთ, რეალური ინფორმაცია გაიგოს საზოგადოებამ.
"პატივცემული პროკურორი არ შეეხო იმას, შორენა თეთრუაშვილმა აბსოლუტურად ვერანაირად ვერ დაადასტურა და არც შეეცადა დაედასტურებინა, რომ გიორგი მამალაძეს რაიმე ანგარების მოტივი ექნებოდა მისი მკვლელობის. ასევე, მან პირდაპირ და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა საბაბი, ის მოეკლა. ასევე, კითხვაზე, თუ იცოდა, რომ გიორგი მამალაძე ამზადებდა მის მკვლელობას, მან თქვა, რომ მე არ ვიცი ასეთი რამე საერთოდო. მან ასევე თქვა, რომ ძალიან ბევრ ტკბილს მოიხმარს და ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელიც შაქარს არ ჭამდა და ტკბილს, როგორც პროკურატურა აპელირებდა და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ჩანაწერები გაუშვეს“, - განაცხადა ფანცულაიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


