უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2025 16:28
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტროს „კამიტი“ არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ჩვენს სარგებლობაში არ არსებობს - ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოში მომიტინგეების დაშლისას გამოყენებული ნივთიერებების შესახებ „ბიბისის“ გამოძიება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იმყოფებოდა. კერძოდ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა ალექსანდრე დარახველიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „იარაღის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაუგებარია თავდაცვის მიზნით შეძენილი, უწყინარი გაზის ბალონის და ელექტროშოკის აკრძალვა, მაშინ როდესაც თვითონ, ასევე აქციის მონაწილეები ისე მოწამლეს, რომ დღემდე ვერ გაიგო, რა ნივთიერება გაურიეს წყლის ჭავლში.

კომიტეტის თავმჯდომარემ „ბიბისის“ გამოძიებას ფეიკი უწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ არანაირი „კამიტი“ პოლიციას არ გამოუყენებია. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, როდესაც სახეზეა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შავდებიან პოლიციელები, პოლიციას უფლება და ვალდებულება აქვს გამოიყენოს კანონით დაშვებული ნივთიერებები.

„ბიბისიზე“ გასულ ფილმში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. რაც შეეხება პოლიციას, მას აქვს უფლება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ფოიერვერკების წვიმას, შავდებიან ადამიანები და პოლიციელები აქციის, „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში პოლიციას აქვს არათუ უფლება, ვალდებულება აქვს გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი. ეს არის წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ასეთი რამ ჩვენს, ასე ვთქვათ, სარგებლობაში არ არსებობს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, დარახვალიძემ თქვა, რომ „მოვლენებს არ დავასწრებთ მოვლენებს“.

„მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და ნახავს, რომ არაფერი იქ ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც, რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში. ყველა ხედავდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს იყო ძალადობა, შტურმი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა. 171 პოლიციელი არის დაშავებული. პარლამენტის შენობის წინა ფასადი და დაახლოებით 60-მდე სამუშაო ოთახი იყო გადამწვარი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი