სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებულ პ. მ.-ს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებაში, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1977 წელს დაბადებული გ. ბ. კი დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ პ. მ.-მ მიმდინარე წლის 13 აპრილს 7000 აშშ დოლარად, მართლსაწინააღმდეგოდ გაყიდა „გლოკ 17“-ის და „გლოკ 19“-ის მოდელების 2 პისტოლეტი. ასევე, დადგინდა, რომ იგი სისტემატურად ახდენდა იარაღის უკანონო რეალიზაციას. პოლიციამ პ.მ.-ს კუთვნილი იარაღის მაღაზიიდან ნივთმტკიცებად ამოიღო შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე არსებული კალაშნიკოვის სისტემის „G-47“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და კარაბინის სისტემის შაშხანა.
მისი თანმხლები მეგობრის - გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას კი ამოღებულია: „გლოკ 34“-ის მოდელის პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი 8 ვაზნით, ე.წ. ბარაბნიანი რევოლვერები, სხვადასხვა მოდელისა და სისტემის იარაღი, ვაზნები, ასევე, რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი დაშლილ მდგომარეობაში.
ამოღებული იარაღის და საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობის და ვარგისიანობის დადგენის მიზნით დანიშნულია ბალისტიკური და სხვა სახის ექსპერტიზები.
ჰქონდათ თუ არა დანაშაულებრივი კავშირი დაკავებულ მეგობრებს, ერთობლივად ახდენდნენ თუ არა იარაღის უკანონო გასაღებას, მოქმედებდა თუ არა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ამას გამოძიება დაადგენს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


