სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - მხილებულია ორი არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდაბაში ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ. ამხილეს. - ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბატას" მაღაზია გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გ.ვ. და ს.ტ. მხილებულები არიან, აბაშიძის 35-ში მდებარე რესტორან "სტეიკ ჰაუსი"-ის გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "მაროსეს" და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებში.
არასრულწლოვნები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება საცავში უკანო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


