უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2025 15:18
font-size

შიდსით საქართველოში 2 333 პირია გარდაცვლილი

2025 წლის 20 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდის 11 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 2 333 პირი გარდაცვლილია. ამის შესახებ თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გამართულ მედიასემინარზე შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ნინო ხეთაგურმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთაგან 721 პაციენტი დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.

„ინფექციის გავრცელების არელის მიხედვით, თბილისი ლიდერობს. მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე - სამეგრელო, მეოთხეზე - იმერეთი. დაავადება, ძირითადად, რეპროდუქციული ასაკის მოქალაქეებში ვლინდება. ინფიცირებულთა უმეტესობა მამაკაცია“, - აღნიშნა ნინო ხეთაგურმა.

მისივე ინფორმაციით, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა (AHF საქართველო) თბილისში 2018 წლიდან საქმიანობს და მოსახლეობას ინდივიდზე ორიენტირებულ ტესტირებას სთავაზობს. დღეისათვის ყველა მსურველს აქვს საშუალება, ტესტირება კომბინირებული ტესტით ჩაიტაროს და 1 ჩხვლეტით 4 პასუხი შემდეგ დაავადებებზე მიიღოს: აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტი, სიფილისი.

ტესტირება სწრაფი, ანონიმური და უფასოა.

როგორც ამავე ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა მარიამ ნათაძემ აღნიშნა, ანტირეტროვირისული მკურნალობის დროს ინფიცირებული პირი ინფექციას აღარ ავრცელებს. ამასთან, მას შემდეგ, რაც საქართველოში შესაბამისი მკურნალობა დაიწყო, აივინფიცირებული ბავშვი არ დაბადებულა.

“დაავადების პრევენციასა და მკურნალობას ხელს სტიგმა და დეზინფორმაცია უშლის. ამიტომაც, ჩვენი უმთავრესი მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ახლაგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა”, -- თქვა მარიამ ნათაძემ.

სპეციალისტები მოსახლეობას შეახსენებენ, რომ აივ ინფექცია/შიდსი არ გადადის ხელის ჩამორთმევით, კოცნით, საერთო ჭურჭლის გამოყენებით, საცურაო აუზიდან და ა.შ.

დაავადების გავრცელების პირველ ეტაპზე საქართველოში, ძირითადად, ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები ინფიცირდებოდნენ. ამჟამად კი მისი გადაცემის წამყვანი მიზეზი ჰეტეროსექსუალური გზაა.

შეხვედრის დასასრულს სპეციალისტებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

მედიასემინარი პიარკომპანია “ჯეპრას” ორგანიზებით ჩატარდა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი