სამართალი
შევეცდებით გავარკვიოთ თუ რამ გამოიწვია რჩეულშვილის მხრიდან მკურნალობაზე უარის თქმა - ადვოკატი
სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატისთვის უცნობი იყო, რომ მაია რჩეულიშვილმა მკურნალობაზე უარი განაცხადა.
როგორც მარიამ ცუცქირიძემ მედიასთან საუბარში, დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია, ბრალდების მხარემ პროცესზე გაახმოვანა.
ცუცქირიძის თქმით, ის შეეცდება გაარკვიოს, თუ რამ გამოიწვია რჩეულშვილის მხრიდან მკურნალობაზე უარის თქმა.
„პროცესი ორი დღით გადაიდო, რათა გაირკვეს სად იმყოფება მაია რჩეულიშვილი, მას სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ თუ ციხეში, თუ ისევ დაბრუნდება კლინიკაში. სასამართლოზე გაჟღერდა ახალი ინფორმაცია, რომ მაია რჩეულიშვილმა საერთოდ უარი თქვა მკურნალობაზე. დაცვის მხარე აუცილებლად შევეცდებით გავარკვიოთ რამ გამოიწვია ეს უარი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის საფუძველზე გადავწყვეტთ, როგორ გავაგრძელოთ 12 იანვარს დანიშნული სასამართლო პროცესი“, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე იმ კლინიკის ხელმძღვანელს დაუკავშირდა , სადაც მაია რჩეულიშვილი მკურნალობს, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე და სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


