პოლიტიკა
შევასრულებ იმ გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკურად იქნება მიღებული, მაგრამ კანონთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციას დავაფიქსირებ - შალვა თადუმაძე
გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, სრულად შევასრულებ იმ გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკურად იქნება მიღებული, მაგრამ კანონთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციას დავაფიქსირებ, - განცხადა მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურატურის რეფორმების საკითხზე მიმდინარე საზოგადოებრივ ფორუმზე და მზადყოფნა გამოთქვა, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.
მისი თქმით, მთავარი პროკურატურა სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში არასამთავრობო სექტორთან მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საკანონდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს როგორც პროკურატურის მოწყობის, ასევე საპროკურორო საქმიანობის საკითხებს.
"გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ბუნებრივია, სრულად შევასრულებ იმ გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკურად იქნება მიღებული, მაგრამ კანონთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციას დავაფიქსირებ და ვიტყვი, თუ რომელი რეგულაცია იქნება ეფექტური ან არ იქნება ეფექტური და მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომ ნოემბრიდან გენერალურ პროკურატურას ახალი გამოწვევა აქვს ჩამოყალიბდეს როგორც ინსტიტუციურად, ისე სამართლებრივად დამოუკიდებელ ინსტიტუტად, კონკრეტული ხედვები ამ მიმართულებით მეც გამაჩნია. ზოგადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც განხორციელდება, საჭიროა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდეს, იმიტომ, რომ ეს არ არის სფერო და ეს არ არის ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ახალი ველოსიპედის გამოგონება მოგვიწევს",- განაცხადა თადუმაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


