უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ნოემბერი, 2025 17:22
font-size

შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო მიმდინარე სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე, ამ ფონზე საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე - ევროკომისიის პრესსპიკერი

ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო მიმდინარე სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე, შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ ფონზე, საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების საკითხებში, გიომ მერსიემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კარგად ჩანს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში.

„გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ და ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია საკმაოდ ნათლად იყო გამოკვეთილი. ვგულისხმობ, რომ ყველა მოვლენის გათვალისწინებით, ანიტა ჰიპერმა უკვე გამოხატა ღრმა შეშფოთება ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გაფართოების ანგარიშს, ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიში აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმებისგან უკან დახევა იყო და ეს ნამდვილად უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. ამგვარად, სიტუაცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად გაუარესდა და ჩვენ აღვნიშნეთ დემოკრატიული უკან დახევა. რაც შეეხება გაწევრიანების გზაზე არსებულ სიტუაციას, როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელს ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც იცით, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო მიმდინარე სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე. ასე რომ, რაც შეეხება გაფართოების ანგარიშს, გაფართოების ფორუმს შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე, საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, ბრიუსელში 18 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ევროკომისიაა. ფორუმს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი უმასპინძლებს. ფორუმი სლოგანით „კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა“ გაიმართება და გააერთიანებს ფართო და მრავალფეროვან მონაწილეთა წრეს. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში გამოქვეყნებულია, იმ ქვეყნების ლიდერების სია, რომლებიც ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს მთავრობა ფორუმზე მიწვეული არ არის.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი