პოლიტიკა
შევალ და ვნახავ, ჩემი ადგილი არის თუ არა გუნდში - გედევან ფოფხაძე
„დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი იყო განმსაზღვრელი და პრინციპული. მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები. ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგში და არაფერი სხვა ქვეტექსტი ამას არ ჰქონია. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ახლა აქცენტების ამ თემიდან გადატანა სწორი იყოს“, - განაცხადა ფდეპუტატმა.
კითხვაზე, რამდენად ხედავს ის ადგილს ამ გუნდში, ფოფხაძემ უპასუხა, რომ არ ჰგონია, ამის პრობლემა იყოს.
„შევალ და ვნახავ, ახლა ჩემი ადგილი არის თუ არა. სკამები საკმარისად არის, არამგონია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ აქცენტებს არსებითი თემიდან არ გადავიტანთ რაღაც კერძო, პირად საკითხებზე“, - აღნიშნა ფოფხაძემ.
ამ წუთებში ფრაქცია "ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


