პოლიტიკა
შეუძლებელია, სასამართლომ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება - სოზარ სუბარი სტრასბურგის სასამართლოზე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უნდა აღიარებდეს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას და ამტყუნებდეს რუსეთის აგრესიას.
მინისტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნდობა გამოუცხადა.
„შეუძლებელია, სასამართლომ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ არა აღიარება საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის და აგრესორის გამტყუნება. შეუძლებელია, თუ მართლა ძალიან დიდი პოლიტიკა არ ჩართო რუსეთმა.
მე ამ შემთხვევაში ნდობას ვუცხადებ და იმედი მაქვს სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის. სასამართლოსი, რომელიც ყველაზე მაღალი და ავტორიტეტული ინსტანციაა საერთაშორისო დონეზე და არა მხოლოდ ევროპის მაშტაბით“ , – თქვა სუბარმა.
მან აღნიშნა, რომ სხვა გადაწყვეტილების მიღება იმიტომაა შეუძლებელი, რადგან ყველაფერი დადასტურებულია – ეთნიკური წმენდა, ადამიანების წამება და მკვლელობა, ქართველი ჯარისკაცების და მოქალაქეების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა; სახლების შეგნებული ნგრევა და დაწვა, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ უკან დაბრუნების საშუალება.
სუბარმა დაამატა, რომ საქართველოზე არაა დამოკიდებული, როგორ შეასრულებს ნაკისრ ვალდებლებებს რუსეთი.
„რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, რამდენად აღასრულებს რუსეთი მას, ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული. ამისთვის არსებობს ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტი, კომიტეტი, რომელთაც აქვთ ბერკეტი, თუ როგორ მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ შეასრულოს პირობები. ეს ზეწოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არ დაგვავიწყდეს, რუსეთი აშანტაჟებს ევროსაბჭოს წევრებს, რომ შეწყვეტს ორგანიზაციის დაფინანსებას, დატოვებს ორგანიზაციას, მაგრამ დემოკრატიული სამყაროს ძალა გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთის შანტაჟი“, – თქვა მინისტრმა.
სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“, რომელშიც საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, ამ დრომდე მიმდინარეობს. მას განიხილავს დიდი პალატა, რომელიც 17 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს.
სხდომაზე საქართველოს ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


