უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივლისი, 2025 11:56
font-size

შეთავაზებები სარესტორნო ბიზნესს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბანკი მუდმივად ცდილობს, შექმნას და განავითაროს სერვისები, რომლებიც მეწარმეების საჭიროებებზეა მორგებული.

სარესტორნო ბიზნესს, რომელიც ცვალებად გარემოში ოპერირებს, სანდო პარტნიორები და ეფექტური ინსტრუმენტები სჭირდება, რათა ყოველდღიური პროცესები გაუმარტივდეს და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები გაზარდოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკისა და პარტნიორი კომპანიების ერთობლივი შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ, ლოგისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:

3 თვიანი უფასო მომსახურება კვების ობიექტების მართვის სრულ ციფრულ სისტემაზე Kovzy-ისგან

Kovzy ციფრული პლატფორმაა, რომელიც რესტორნებს ონლაინ შეკვეთებისა და რესტორნის შიდა მართვის ინსტრუმენტებს სთავაზობს. მათ შორის, ელექტრონული კომერციის მოდულის გამოყენებით, კვების ობიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ პირდაპირი შეკვეთები ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, ხოლო რესტორნის მართვის სისტემა ერთი მხრივ, კვების ობიექტში, ადგილზე მიღებული შეკვეთების და მეორე მხრივ ყველანაირი ონლაინ შეკვეთის მართვის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის შეთავაზება მოიცავს: უფასო ონბორდინგს 1 სამუშაო დღეში, 3-თვიან უფასო გამოწერას, 24/7 ტექნიკურ მხარდაჭერასა და სისტემურ განახლებებს. ეს ხელს უწყობს რესტორნების ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას და ონლაინ გაყიდვების ზრდას დამატებითი დანახარჯების გარეშე. შეთავაზება დამწყები რესტორნებისთვისაა (2 წლამდე რეგისტრირებული ბიზნესი) განკუთვნილი.

50% ფასდაკლება რესტორნის რეზერვაციის პლატფორმაზე Rezto

Rezto მაგიდების ჯავშნისა და მართვის პლატფორმაა, რომელიც რესტორნებს ჯავშნების მარტივად მიღებასა და ეფექტურად მართვაში ეხმარება, სტუმრებს კი შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და ციფრულად დაჯავშნონ მაგიდა სასურველ რესტორანში.

შეთავაზება მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • - რეზერვაციის ბრენდირებული გვერდი;
  • - წინასწარი შეკვეთები და გადახდები;
  • - სოციალური მედიიდან შეკვეთების მიღება;
  • - მაგიდების მართვის სისტემა;
  • - სასტუმროს სერვისები;

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

20%-მდე ფასდაკლება ბრენდირებული უნიფორმების და სარეკლამო აქსესუარების დამზადებაზე ­­­­­Arte-სგან

თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანია არტე საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ბრენდირებული პროდუქციის შექმნას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს.

სერვისები მოიცავს:

  • - სამკერვალო მომსახურებას;
  • - პრომო პროდუქციას;
  • - ბრენდირებულ საჩუქრებს;
  • - შესაფუთ პროდუქციას;
  • - ოფისისთვის საჭირო აღჭურვილობას;
  • - პოლიგრაფიას;
  • - გარე რეკლამას და სხვა;

გაყიდვების სტრატეგია 35%-იანი ფასდაკლებით სოლუშენერისგან

სოლუშენერის ბიზნეს კონსულტანტების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს უწყობს, მოიპოვოს ხელშესახები კომერციული უპირატესობა კონკურენტებზე და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გაყიდვები გაზარდოს.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სოლუშენერი ბიზნეს ანალიტიკასა და ბაზრის მიმოხილვას უფასოდ, ხოლო ყველა დანარჩენ სერვისზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ესენია:

  • - გაყიდვების, მარკეტინგის და PR-ის ერთიანი სტრატეგიის შექმნა;
  • - ბიზნესმოდელის შერჩევა/განახლება;
  • - პროდუქტების და ფასების ფორმირება/განახლება;
  • - კომერციული გუნდის დაკომპლექტება;
  • - კომპეტენციების განახლება/ტრენინგები.

40%-იანი ფასდაკლება ფინანსურ მომსახურებაზე ლევერიჯ კონსალტინგისგან

ლევერიჯ კონსალტინგი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ბიზნესისთვის საჭირო ფინანსური მენეჯმენტის სრულ სერვისებს სთავაზობს. სერვისები მოიცავს:

•- ფინანსური მენეჯერის/დირექტორის აუთსორსინგს;

• - ფინანსურ ანალიზსა და დიაგნოსტირებას;

•- ფინანსურ მოდელირებასა და ბიუჯეტირებას;

• - ფინანსური პროცესების და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციას და სხვას.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და იხილეთ შეთავაზებების მოდული.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი