უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ნოემბერი, 2018 12:10
font-size

შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა - დავით უსუფაშვილი

„ჩვენს არჩევნებში ამომრჩეველს „ელექტორატის ენაზე“ უნდა ეკეკლუცო და როგორმე ხმა გამოღლიტო...“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაწერა. მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„36037-ო, კიდევ ერთხელ მადლობა ერთმანეთის პოვნისთვის და ერთად შეგროვებისთვის! მადლობა, ერთმანეთს არჩევანის შეთავაზებისა და არჩევანის გაკეთების საშუალება რომ მივეცით!

ვწუხვარ, რომ გიმტყუნეთ და მეტი თანამოაზრე ვერ შეგძინეთ. შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ამავე საქართველოს საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა, მაგალითად, საძალაუფლებო ჟინი, გაქანება და თავზეხელაღებულობა. სახელმწიფო თანამდებობა ჩემთვის ცხოვრების ტვირთია და არა ცხოვრების მიზანი. ამას გრძნობს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და, თქვენგან განსხვავებით, ხმის არ მოცემით „შემიბრალებს“ ხოლმე...

მე პოლიტიკურ სცენაზე ახალ უფსკრულებს ვერ ვთხრი, არსებულ უფსკრულებზე ხიდების აგებას ვცდილობ. ქართულ არჩევნებში კი მნგრეველები იპყრობენ გულებს და მშენებელს გონებაც კი არ უღებს კარს... მე ადამიანში პარტნიორ მოქალაქეს ვეძებ და მასთან ვსაუბრობ. ჩვენს არჩევნებში კი ამომრჩეველს „ელექტორატის ენაზე“ უნდა ეკეკლუცო და როგორმე ხმა გამოღლიტო... მე ვერც ბიზნესწრეები „დავითრიე“ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამიტომაც მოვხსენი ყველა დროის რეკორდი „პერ-ხმა-კაპიტა“ დახარჯული თეთრით...

გამოდის, რომ ჟინთან ერთად ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელი „მარიფათიც“ მკლებია - „თუ საჭირო იყო, უნდა მომეპარა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მეცრუა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მემრუშა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა გამეთხარა კიდეც“...

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს “ჟინი და მარიფათი” თუ მექნებოდა, ეხლა მე სხვისი რჩეული ვიქნებოდი და მათ მივმართავდი, ვისაც საქვეყნო საქმე კი არა, საქვეყნოდან სათავისოს ვერ მოციცქვნა ადარდებს.

მე კი თქვენთან მირჩევნია. დღეს მე დავმარცხდი, მაგრამ ხვალ ჩვენთან ერთად და ჩვენი ხელშეწყობით სხვა ჩვენნაირები, ჩემზე უკეთესები და ძლიერები, გაიმარჯვებენ. მეც დღეიდან მათ წარმატებას მოვახმარ ჩემი ცოდნის, გამოცდილების და ენერგიის ძირითად ნაწილს.

მეტი და უკეთ ორგანიზებული შრომით ნამდვილად მეტი შეგვიძლია! საქართველო მაშინ დალაგდება, დამშვიდდება და გაძლიერდება, როცა 36 037 ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ 360 370 გავხდებით (მეტი არა, თორემ ჩვენც ავურევთ:)!“, - დაწერა უსუფაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი