პოლიტიკა
შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დღეს გადმოსცენ - კახა ქემოკლიძე
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დღეს გადმოსცენ.
„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ ცხადია, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახთან. ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს ამ მიმართულებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. დღეს ეს შემიძლია, გითხრათ მხოლოდ, დანარჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - უთხრა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს ტატუნაშვილის ოჯახში სტუმრობისას.
საოკუპაციო ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. თითქმის ერთი თვე ქართული მხარე ცდილობს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მისი ოჯახისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


