პოლიტიკა
შესაძლოა, აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას - გრიგოლ ლილუაშვილი
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, შესაძლოა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას.
ლილუაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში გამოძიების შედეგებს ელოდებიან, რის შემდეგ გადაწყდება, შეიქმნება თუ არა კომისია.
„საბოლოო ჯამში, თუკი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებული არ იქნება, ამას ვერ ავცდებით. კომისიის შექმნის წინააღმდეგი გუნდში არავინ არ არის, უბრალოდ, საუბარი იყო, გამოძიებისთვის საშუალება მიგვეცა, რათა ეს საქმე მაქსიმალურად გამოეძიებინათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. არ გამოვრიცხავ, რომ ამას მხარი დავუჭიროთ. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა, გამოსაძიებელია, ვინ მონაწილეობდა და ჩვენი სპეცსამსახურების გვერდის ავლით, ჩვენს ტერიტორიაზე ვინ მოქმედებდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


