უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 აპრილი, 2025 13:13
font-size

შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება (CSR) მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.

სწორედ ამ მიზნით, CSR-ი განათლების, ბიზნესების განვითარების მხარდაჭერისა და დასაქმების მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. ბანკის ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge

ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის პორტფოლიო ისეთ ინიციატივებს მოიცავს, როგორებიც არის:

ბიზნეს 360°

ბიზნესებისთვის შესაძლებლობების 360°-ით აღმოსაჩენად, საქართველოს ბანკმა ერთიანი სივრცე - ბიზნეს 360° შექმნა. პლატფორმა თავს უყრის ბიზნესშეთავაზებებს, სექტორულ კვლევებს, ბიზნესკურსებს, პროგრამებსა და შეხვედრებს, მათ შორის, სპეციალურად მეწარმე ქალებისთვის შექმნილ შესაძლებლობებს. ამასთან, იძლევა ინფორმაციას მიმდინარე და დასრულებული ბიზნეს ღონისძიებების შესახებ ბლოგებისა თუ სხვა საინტერესო მასალების სახით, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში.

Businesscourse.ge

ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის, საქართველოს ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge შექმნა.

პლატფორმა აერთიანებს დარგის სპეციალისტების ბიზნესკურსებს ბიზნესსფეროს აქტუალურ და საინტერესო თემებზე. კურსზე წვდომა დაინტერესებული პირებისთვის თავისუფალია.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკის ბიზნესისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, ქალი ლიდერების მხარდასაჭერად შექმნილი პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.

პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy.

ქართული სტუმარმასპინძლობის სეგმენტის მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი, პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს სტუმარმასპინძლობის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესების, რესტორნების, კაფეების და ბარების განვითარებას და უზრუნველყოფს აღნიშნული ბიზნესების ფინანსურ დახმარებას.

SMEDA - მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, SMEDA ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების, ასევე მცირე მეწარმეების განვითარებას.

პროგრამა უზრუნველყოფს: მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების, კონსულტაციების და გამოფენა-გაყიდვის მოწყობის მიმართულებით.

ბიზნეს ღონისძიებები რეგიონებში

ბიზნესის სფეროში განათლების მისაღებად, ახალი ცოდნის გასაზიარებლად, საინტერესო მენტორებთან შესახვედრად - საქართველოს ბანკი ყოველწლიურად გეგმავს ყოველთვიურ შეხვედრებს ქალ მეწარმეებთან, რეგიონულ ბიზნესებთან, ატარებს სექტორულ ვორქშოფებს, რომლის შესახებაც სრული ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს ეტაპობრივად business360.ge-ზე შეუძლიათ.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე csr.bog.ge.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი