უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2018 15:55
font-size

შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნების უფრო ადრე ჩატარებაც, რადგან ხელისუფლება დაბნეულია და ვერ უმკლავდება თავის საქმეს - დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატები ქვეყნის დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ერთმანეთის მხარდამჭერებისთვის სხვადასხვა იარლიყის მიკვრა დაუშვებელია.

„მოქმედი და ყოფილი სახელისუფლებო კანდიდატები ერთმანეთს ეჯიბრებიან სწორედ ქვეყნის დაყოფაში, საზოგადოების ერთმანეთის გადაკიდებაში, რადგან ფაშისტებს, მოღალატეებსა და სისხლით ხელებდასვრილებს უწოდებენ არა მარტო ერთმანეთს, ერთმანეთის მხარდამჭერებსაც. ეს მხარდამჭერები კი ასობით ათასი ქართველია. ასე სახელმწიფოს კი არ ავაშენებთ, ჩავაბარებთ ჩვენს მტრებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური, სოლიდური და ქვეყნის გამაერთიანებელი მმართველობა. უსუფაშვილმა არ გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც.

„2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქვეყანა გვინდა, თუმცა როგორც მოვლენები ვითარდება, შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნების უფრო ადრე ჩატარებაც, რადგან რბილად რომ ვთქვა, ვხედავთ, ხელისუფლება დაბნეულია და ვერ უმკლავდება თავის საქმეს”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს თელავში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი