პოლიტიკა
შესაძლებელია საკონსტიტუციო კომისია მიმდინარე კვირაშიც შეიკრიბოს - გიორგი კახიანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა მალე გახდება ცნობილი.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლებელია კომისია მიმდინარე კვირაშიც შეიკრიბოს.
,,თუ ვინ იქნება უმრავლესობის სახელით საკონსტიტუციო კომისიაში ძალიან მალე გახდება ცნობილი. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. პარლამენტის 23 წევრი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება დასახელებული ამ კომისიაში. კომისია აუცილებლად შეიკრიბება ამ წელს. ეს შეიძლება მოხდეს ამ კვირაშიც. ეს არის დებულებით გათვალისწინებული. კომისიის დასაკომპლექტებლად არ არის საჭირო დამატებით ამ საკითხის სესიაზე გატანა. საკონსტიტუციო კომისიის ცნობაზე წარმოდგენილი იქნებიან ის პირები, რომლებიც იქნებიან საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჟურნალისტებისთვის ეს სახელი და გვარები მალე გახდება ცნობილი“ , - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


