უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ნოემბერი, 2018 13:55
font-size

შექმნილია სპეცსიები და პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით - ლევან ბეჟაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ ცესკო-მ სპეციალური სიები შეადგინა და ცდილობს, რომ იმ უბნებზე, სადაც ვაშაძე ლიდერობდა, მეორე ტურში ეს მონაცემები შეცვალოს.

დღევანდელ ბრიფინგზე ბეჟაშვილმა მაგალითად მოიყვანა სამგორის საარჩევნო ოლქი, სადაც, მისი მტკიცებით, დამატებით 1329 პოლიციელის და სამხედრო მოსამსახურის მობილიზება იგეგმება.

„მარტო თბილისის სამგორის ოლქში შექმნილია სპეცსიები და ეს სპეცსიები, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილი არის 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სამგორის ოლქში და პრაქტიკულად შეცვალონ ის შედეგები, რომელიც პირველ ტურში იყო.

მარტო სამგორის საარჩევნო ოლქის 47-ე უბანზე დამატებული არის 146 სამხედრო მოსამსახურე, 84-ე უბანზე დამატებულია 402 სამხედრო მოსამსახურე, 83-ე უბანზე დამატებულია 613 სამხედრო მოსამსახურე, ჯამში, ეს რიცხვი შეადგენს 1329 ხმას და პრაქტიკულად შეუძლია, გადაწყვიტოს, შეცვალოს პირველი ტურის შედეგები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ენმ-ს წევრი მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს სამგორის საარჩევნო ოლქს.

„ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ცესკო-ს, თავი დაანებოს გაყალბების და ახალი სქემების შემუშავებას, მოგვცეს იმ სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელების სია, რომლებიც ჩასმულნი არიან სამგორის საარჩევნო ოლქში საარჩევნო მანიპულირებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მათი ადგილსამყოფელის და მათი სხვა ერთიან სიაში არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი