პოლიტიკა
შექმნილი წინასაარჩევნო გარემო ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას - ლიდერთა საბჭო
ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებამ - „ლიდერთა საბჭომ“ წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ამ პერიოდში დაფიქსირებული დარღვევებია მითითებული.
მიმოხილვა „ლიდერთა საბჭომ“ დიპლომატიურ კორპუსსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინა.
საბჭოს განცხადებით, არჩევნების წინ შექმნილი გარემო დისკრიმინაციულია ოპოზიციური პარტიების მიმართ.
„საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები/პოლიტიკური გაერთიანებები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.
ზემოაღნიშნული ემყარება შემდეგ არსებით გარემოებებს:
• არჩევნების წინა პერიოდში, მმართველი პარტიისათვის კიდევ უფრო მეტი საარჩევნო უპრატესობის მინიჭების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები;
• ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის;
• სახელისუფლებო კონტროლს სრულად დაქვემდებარებული საარჩევნო ადმინისტრაცია;
• მმართველი პარტიის უსამართლო უპირატესობა ახალი ამბების პროგრამებსა და, ზოგადად მედია სივრცეში, რომელიც გამოიხატება საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის გადანაწილებაში;
• მრავალჯერადი დისპროპორცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაში;
• ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებსა და აქტივისტებზე ზეწოლის ფართოდ გამოყენებული პრაქტიკა, ხელის შეშლა კამპანიის წარმოებაში, სააგიტაციო მასალების დაზიანება;
• უწყებათაშორისი კომისიის სრული უფუნქციობა და უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამამართლებელი და წამახალისებლი საჯარო განცხადებები, დარღვევების იგნორირება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებმა/პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მოამზადეს წინასაარჩევნო პერიოდის ერთობლივი ანგარიში, რომლის მიზანია გააერთიანოს სუბიექტების ძალისხმევა არჩევნების მონიტორინგისა და შეფასებისათვის ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მზარდი ზეწოლის პირობებში“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: ახალი მემარჯვენეები; ახალი საქართველო; ახალი ქრისტიან-დემოკრატები; გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა;დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო;ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ეროვნული ფორუმი; თავისუფალი საქართველო; თავისუფლება; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის; საქართველოს ევროპელი დემოკრატები; საქართველოს ლეიბორისტული პარტია; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; შენების მოძრაობა; ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


