პოლიტიკა
შენთვის უკეთესი იქნება, თუ იმუნიტეტს მოგიხსნიან, თორემ მოვალთ ხელისუფლებაში და უარესი იქნება შენთვის - ენზელ მკოიანი მუქარაზე
პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე მას ტელეფონით ემუქრებოდა. ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა პირველ არხს უთხრა.
„ჩემგან ითხოვს, რომ პოლიციაში წავიდე, განცხადება დავწერო. მერე იმუნიტეტი მომიხსნან და ციხეში ჩამსვან. მას ელემენტარული ეთიკა და კულტურა არ გააჩნია. ავიწყდება, რომ უკვე ზედიზედ 20 წელია მაჟორიტარი ვარ. ისიც ავიწყდება, რომ 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაიონში 18 ათასი ხმა აიღო და ვაშაძე პარლამენტში სწორედ ამის წყალობით შევიდა. ახლა კი მე მლანძღავს. როდესაც ვაშაძე და მელია ჩამოდიან, სწორედ ამის შემდეგ იწყება არეულობა, პროვოკაციები. უნდათ ჯავახეთში დესტაბილიზაციის მოწყობა. დამემუქრა, ამბობს, თითქოს პირადად ვმონაწილეობდი ცემაში. არადა, ყველამ იცის, რომ ასე არ არის. ყველა ახალგაზრდას ვთხოვდი, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. ამის არაერთი მოწმე არსებობს. იქ პირდაპირ ამბობდნენ, რომ ვინც ხმა მისცა 48-ს, მაგათი დედაც… არსებობს ამის ჩანაწერები. ამის გამო მოხდა ყველაფერი. ამბობს, რომ შენთვის უკეთესი იქნება, თუ იმუნიტეტს მოგიხსნიან, იმიტომ რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვალთ ხელისუფლებაში და უარესი იქნება შენთვის. ტელეფონით მემუქრებოდა“, – განუცხადა პირველ არხს მკოიანმა.
მკოიანის ვარაუდით, ოპოზიცია პროვოკაციებს არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგების გამო აწყობს.
„ნინოწმინდაში შეკრიბა ადამიანები და დაიწყო ჩემზე საუბარი, რომ მას დავიჭერთ, მალე აღარ იქნება, მისი დრო წასულია. რევოლუციის მოწყობა უნდა ჩემს რაიონში. არადა აქ სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მაღალი პროცენტი ჰქონდა. მეორე ტურში კი, უფრო მეტი ექნება. თუ ახლა 60 %-მა დაუჭირა მხარი, მეორე ტურში 80 % იქნება“, – აღნიშნა მკოიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


