პოლიტიკა
შენს მოსვლამდე შახტში ხალხი არ იხოცებოდა! - კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი მზადაა თანამდებობა დატოვოს
ტყიბულში, გამგეობის შენობის წინ მცირე დაპირისპირება მოხდა. მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე მისული „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აქციის მონაწილეებმა მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში დაადანაშაულეს.
„შენს მოსვლამდე შახტში ხალხი არ იხოცებოდა. 15 ადამიანის მკვლელობაში ხარ გასვრილი“, - მიმართა ელდარ ჩაფიძემ ჯამბულ ჯაყელს და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
ჯამბულ ჯაყელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა, თანამდებობა დატოვოს.
„შევპირდი, რომ განვიხილავდი მოთხოვნას რამდენიმე მაღალი და პასუხისმგებელი პირის მოხსნასთან დაკავშირებით, არც მე არ ვაპირებ აქ დარჩენას“,-განაცხადა კომპანია საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა .
დღევანდელ აქციაზე მეშახტეებმა კომპანიის მმართველად სწორედ ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა დაასახელეს. მას ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტში წარმოების უფროსის თანამდებობა უჭირავს.
ცნობისთვის, მეშახტეები ტყიბული-თერჯოლის მარჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს ხვდებიან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.გამგეობის შენობასთან შეხვედრაზე მივიდნენ ღია კარიერებზე დასაქმებულები და ტყიბულის მცხოვრებლები.
ორშაბათს გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.
გამოძიების ვარაუდით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


